Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდუას ადვოკატი პროკურატურის განცხადებას „დეზინფორმაციულს“ უწოდებს


საქართველოს პროკურატურის მიერ სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას შესახებ გავრცელებულ განცხადებას „დეზინფორმაციული“ უწოდა მისმა ადვოკატმა ოთარ კახიძემ. „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს მისი სიტყვები, რომ ავტომანქანების მითვისების ყველა ეპიზოდში სასამართლომ კოდუა გაამართლა. „რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტებას, სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გვექნება ორ კვირაში და გვეცოდინება, რა იგულისხმა სასამართლომ უფლებამოსილების გადამეტებაში, მანამდე კი ყველა სახის განცხადება სპეკულაციაა“, აღნიშნა ადვოკატმა.

XS
SM
MD
LG