Accessibility links

logo-print

სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა შვიდს მიაღწია


სირიაში დაიღუპა კიდევ ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით, „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, რომ საგანგებო ოპერაციათა ძალების ოფიცერი დაიღუპა ქალაქ პალმირასთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას. ოფიცრის დაღუპვის ამბავს იტყობინებიან ტასი და „რია-ნოვოსტიც“. ოფიციალური მონაცემებით, სირიაში რუსეთის ხუთთვიანი სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში შვიდი რუსი სამხედრო დაიღუპა. ოთხშაბათიდან მოყოლებული, ვრცელდება ცნობები, რომ მოკავშირეებმა, რუსეთისა და სირიის ავიაციის დახმარებით, უკან დაახევინეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და ისტორიულ ქალაქ პალმირის მისადგომებს მიაღწიეს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი.

XS
SM
MD
LG