Accessibility links

logo-print

ომბუდსმენი მიესალმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიესალმა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გალში აღდგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. ამ მექანიზმის მოქმედება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. სახალხო დამცველის აპარატის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ომბუდსმენმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე დელეგაციებს, გამოეჩინათ მეტი მოქნილობა და გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG