Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ეწვია პაკისტანს


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ორდღიანი ვიზიტით ეწვია მეზობელ პაკისტანს. ისლამაბადში როჰანი შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნავაზ შარიფსა და მთავრობის სხვა წევრებს. მხარეები იმსჯელებენ ირანის ბუნებრივი აირით პაკისტანის მომარაგების საკითხსა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე. ისლამაბადში ირანის საელჩოს ცნობით, როჰანის ვიზიტის ფარგლებში მხარეები ხელს მოაწერენ ხუთწლიან სტრატეგიულ კომერციულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთბრუნვის მკვეთრ ზრდას კარაჩისა და ჩაბაჰარის პორტებს შორის. გარდა ამისა, პაკისტანს განზრახული აქვს, ირანისგან ელექტროენერგია შეიძინოს.

XS
SM
MD
LG