Accessibility links

ადრეული ქორწინება და სასჯელი


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით. ისჯება ქორწინების იძულებაც და საქართველოს კანონმდებლობა სხვა შეზღუდვებსაც ითვალისწინებს. მაგრამ რამდენად ქმედითია კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და რამდენად ასახავს ოფიციალური სტატისტიკა დღეისათვის არსებულ რეალობას? გადაცემის სტუმრები არიან: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი მანანა ფურცხვანიძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი. გადაცემას ლელა კუნჭულია უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG