Accessibility links

logo-print

ბელგიის მედიის ცნობით, პოლიციამ ახალი რეიდი ჩაატარა ბრიუსელში


ბელგიის მედიის ცნობით, პოლიციამ ახალი რეიდი დაიწყო ბრიუსელში, სადაც სამშაბათს 31 ადამიანი დაიღუპა სამი ტერაქტის შედეგად. როგორც იტყობინებიან, სულ მცირე, ერთი აფეთქება მოხდა ქალაქის გარეუბანში ჩატარებული ჩხრეკისას. პოლიციის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ერთი ადამიანი „ნეიტრალიზებულია“. პოლიცია აცხადებს , რომ ეს რეიდი კავშირში იყო საფრანეთში დაგეგმილ თავდასხმასთან, რომელიც 24 მარტს ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG