Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა რამზან კადიროვს ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობის შესრულება დააკისრა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. რეგიონის მეთაურის არჩევნები 2016 წლის სექტემბერში ჩატარდება. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ კადიროვი მასში მონაწილეობას მიიღებს. ჩეჩნეთის მეთაურის პოსტზე რამზან კადიროვის უფლებამოსილება 5 აპრილს იწურება. ცოტა ხნის წინ მან პოსტის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა. კადიროვი 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ჩეჩნეთს.

XS
SM
MD
LG