Accessibility links

logo-print

ერაყის სტადიონზე ტერაქტს სულ მცირე 30 კაცი შეეწირა


30-მდე გაიზარდა ერაყში ფეხბურთის სტადიონზე 25 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 105 კაცი დაჭრილია. ზოგიერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება, რის გამოც ექიმები არ გამორიცხავენ დაღუპულთა რიცხვის გაზრდას. ოფიციალური ინფორმაციით, ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა ტერაქტზე, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. სტადიონი, სადაც აფეთქება მოხდა, ბაღდადიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ისკანდერიაში მდებარეობს. აშშ-მა და გაერომ დაგმეს ერაყში მომხდარი სისხლიანი ტერაქტი.

XS
SM
MD
LG