Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყვე რუსი ჯარისკაცების ადვოკატი უკრაინაში მოკლული იპოვეს


უკრაინაში, ერთ-ერთ მიტოვებულ ფერმაში 25 მარტს აღმოაჩინეს გვამი ადვოკატისა, რომელიც უკრაინაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ინტერსებს იცავდა. გვამს წამების ნიშნები ეტყობოდა. უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორის ანატოლი მატიოსის თქმით, პოლიციამ დააკავა ადვოკატ იური გრაბოვსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი. ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული და სამართალდამცველებს გვამის ადგილმდებარეობა უჩვენა. უკრაინის სამხედრო პროკურატურას არ გაუმხელია ადვოკატ გრაბოვსკი მკვლელობის მოტივი. მატიოსის თანახმად, გრაბოვსკი ერთი თვის წინ კიევში გაიტაცეს და წაიყვანეს ოდესაში, სადაც იგი უკანასკნელად ნახეს. მოგვიანებით ადვოკატი ქალაქგარეთ დედაქალაქიდან 150 კილომეტრის დაშორებით წაიყვანეს, სადაც იგი დახვრიტეს. ცნობილია, რომ ორივე ეჭვმიტანილი უკრაინელია. ერთ-ერთს სპეციალურ სამსახურის თანამშრომლის ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა. ადვოკატი იური გრაბოვსკი რუსი სამხედრო მოსამსახურეების, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვედ აყვანილი ალექსანდ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის ინტერესებს იცავდა. მას შემდეგ, რაც რუსეთის სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ მფრინავ ქალ ნადეჟდა სავჩენკოს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ალექსანდროვი და ეროფეევი გაცვალოს სავჩენკოში.

XS
SM
MD
LG