Accessibility links

logo-print

მოქალაქეებმა თბილისში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა გააპროტესტეს


26 მარტს თბილისის მერიასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ, თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. „მოვითხოვთ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მორატორიუმის გამოცხადებას თბილისის გენერალური გეგმის მიღებამდე. თუ ნარმანია არ შეასრულებს ჩვენს მოთხოვნებს საკრებულოში, შესაძლოა დავიწყოთ მისი იმპიჩმენტის პროცედურა",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბუნების დამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობასთან დავით ნარმანიას ფიტული მიიტანეს

XS
SM
MD
LG