Accessibility links

logo-print

კრემლი აცხადებს, რომ სავჩენკო სასჯელს საპატიმროში მოიხდის


კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არავითარი გადაწყვეტილება სავჩენკოს საქმეზე ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ ტელეარხ „ტევეცეს“-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ ის „სამწუხარო ისტერია“, რაც ამ საქმის გარშემო ატყდა, „ართულებს ამ პრობლემის“მოგვარებას, რაც მშვიდ ვითარებაში უფრო იოლად წყდება. 22 მარტს როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინელ მფრინავ ქალ ნადეჟდა სავჩენკოს, რომელიც სასამართლო კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ორი რუსი ჟურნალისტის იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის მკვლელობაში. "სავჩენკო მსჯავრდებულია, დანარჩენი ყველაფერი რუსეთის ფედერაციის კანონის შესაბამისად მოხდება. იგი მოიხდის სასჯელის ვადას. სხვანაირი გადაწყვეტილება შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურმა მიიღოს. ასეთი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

XS
SM
MD
LG