Accessibility links

logo-print

ვლადიკავკაზში ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი მომეტებული უსაფრთხოების პირობებში გაიმართა


25 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში დაცვის განსაკუთრებული ზომების პირობებში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი. ღონისძიებას თან ახლდა მწვავე დისკუსია სოციალურ ქსელებში. მეტიც, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის „სახალხო პარტიამ“ სპეციალური წერილით მიმართ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას და შეახსენა, რომ ანსამბლმა „რუსთავმა“ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისის ცენტრში გამართა კონცერტი „საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ აგრესიის მხარდასაჭერად. როგორც ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ჟანა ტარხანოვა იუწყება, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტანისლავ კასაევმა, სამხრეთ ოსეთიდან წამოსული რეკომენდაციის ავტორებს მოუწოდა „შეეშვან პოლიტიკანობას“ და არ ჩაერიონ ჩრდილოეთ ოსეთის საქმეებში. როგორც იუწყებიან, „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა ვლადიკავკაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 1000 სტუმარს იტევს. დარბაზში იყო სრული ანშლაგი, ხოლო ბილეთის ფასი 1600 რუბლს, დაახლოებით 35 დოლარს შეადგენდა.

XS
SM
MD
LG