Accessibility links

logo-print

საქართველოში ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა. 300 ჰექტარამდე გაშენებული ზეთისხილის პლანტაცია და ახლად გახსნილი საწარმო 26 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 5 მილიონი ლარია. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, გაშენდა ზეთისხილის პლანტაცია, სადაც დაირგო 250 ათასი ზეთისხილის ნერგი და აშენდა გადამამუშავებელი საწარმო.

XS
SM
MD
LG