Accessibility links

logo-print

სირიის არმიამ პალმირა სრულად გაანთავისუფლა „ისლამური სახელმწიფოსგან“


სირიის სახელმწიფო მედიისა და არასამთავრობო ჯგუფების ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარებმა რუსეთის სამხედრო დახმარებით, საბოლოოდ გაათავისუფლეს ექსტრემისტებისგან ისტორიული ქალაქი პალმირა. ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი. 26 მარტს სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მომხრე სახალხო ლაშქარმა ექსტრემისტებისგან გაანთავისუფლეს დასავლეთ პალმირის ისტორიული ციტადელი, რომლის თავზეც ჯარისკაცებმა სირიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ბრიტანეთში მოქმედი „ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ქალაქის მახლობლად ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, თუმცა ექსტრემისტების ძირითადმა ძალებმა პალმირა დატოვეს და აღმოსავლეთით გადაჯგუფდნენ. ისტორიულ ქალაქ პალმირაზე კონტროლის აღდგენა სერიოზული წარმატებაა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებისათვის, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზულ წარმატებას მიაღწია ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG