Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება „გაოცებულია“ ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტის განცხადებით


საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „არაკომპეტენტური“ უწოდა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის, ჯოზეფ დაულის განცხადებას, საქართველოსათვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლო გადავადების თაობაზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯოზეფ დაულიმ განაცხადა, რომ საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული „შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას“. ჯოზეფ დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებაში. მმართველი პარტიის წევრს ეჭვი არ ეპარება, რომ ჯოზეფ დაული ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული ცალმხრივ ინფორმაციას ეყრდნობა.

XS
SM
MD
LG