Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის აეროპორტის აფეთქებაში ეჭვმიტანილ სამ პირს ბრალდება წაუყენეს


ბელგიის პროკურატურამ 26 მარტს განაცხადა, რომ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობისათვის ეჭვმიტანილი სამი პირი უკვე ბრალდებულია. 22 მარტს მოწყობილ თავდასხმებს ბელგიის დედაქალაქში 31 ადამიანი შეეწირა. სამასი კი დაიჭრა. პროკურატურაზე დარყდნობით ბელგიის მედია აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ფაიკალ კ, შესაძლოა იყო ის ეჭვმიტანილი, რომელმაც მიმალვა მოახერხა მას შემდეგ, რაც მისმა ორმა სავარაუდო თვითმკვლელმა თანამზრახველმა თავი აიფეთქეს. პოლიციამ პარასკევს ბრიუსელში სამი ადამიანი დააპატიმრა 22 მარტის თავდასხმებთან და 24 მარტს პარიზში არშემდგარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG