Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმა სამხედროებმა შური იძიეს ერაყში ჯარისკაცის მოკვლის გამო


თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, თურქეთის არმიამ გაანადგურა ყველა სავარაუდო ბაზა იმ ექსტრემისტული დაჯგუფებისა, რომლის თავდასხმის შედეგადაც ცოტა ხნის წინ ერაყის ქურთისტანში ერთი თურქი სამხედრო მოკლეს, მეორე კი - დაჭრეს. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ჯარისკაცი დაიღუპა რაკეტით, რომელიც ქურთმა მებრძოლებმა ესროლეს იმ ბაზას ჩრდილოეთ ერაყში, სადაც თურქეთის ქვედანაყოფია განლაგებული. „თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა მომახსენა, რომ თურქეთის სამხედრო ავიაციის მონაწილეობით განადგურდა ყველა ბაზა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი იმ საარტილერიო სროლისა, რასაც ჩვენი წამებული ოფიცერი შეეწირა“, - განაცხადა აჰმეთ დავუთოღლუმ.

XS
SM
MD
LG