Accessibility links

მოლდავეთში მრავალათასიან მიტინგზე რუმინეთთან გაერთიანება მოითხოვეს


მოლდოვეთის დედაქალაქ კიშინიოვში 27 მარტს გაიმართა „გაერთიანების მარში“, რომლის მონაწილეებიც მოლდავეთისა და რუმინეთის გაერთიანებას ითხოვდნენ. მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობაში 50 ათასი კაცი მონაწილეობდა, პოლიციამ კი მიტინგზე 6 ათასი კაცი დათვალა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, რუმინეთთან გაერთინება კორუფციაში ჩაფლული მოლდავეთისთვის წინსვლისა და ევროკავშირში გაწვერიანების საშუალებაა. საპროტესტო მარში დაემთხვა პროვინცია ბესარაბიის რუმინეთთან შეერთების 98-ე წლისთავს. იმ ბესარაბიისა, რომელიც დღევანდელი მოლდავეთისა და უკრაინის ცალკეულ რეგიონებსაც მოიცავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბესარაბია ძალით შეუერთეს საბჭოთა კავშირს, პროვინციის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოლდავეთის შემადგენლობაში შევიდა.

XS
SM
MD
LG