Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებას 25 ადამიანი შეეწირა


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 კაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ პარკში მომხდარი აფეთქების შედეგად. პოლიცია ვერ ამბობს, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ მომხდარის უკან. არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქება თვითმკვლელი ტერორისტის ან დისტანციური პულტის გამოყენებით მოხდა. ლაჰორი პაკისტანის ყველაზე უფრო ხალხმრავალი პროვინციის პენჯაბის დედაქალაქია. სწორედ პენჯაბი წარმოადგენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მთავარ პოლიტიკურ საყრდენს.

XS
SM
MD
LG