Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50-მდე გაიზარდა პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ორმოცდაათამდე გაიზარდა ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ პარკში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. პოლიცია ვერ ამბობს, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ მომხდარის უკან. არსებობს ვარაუდი, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა ან დისტანციური პულტის გამოყენებით მოხდა. პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე თავმოყრილი იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც ქრისტეს აღდგომას აღნიშნვდნენ. ლაჰორი პაკისტანის ყველაზე უფრო ხალხმრავალი პროვინციის პენჯაბის დედაქალაქია. სწორედ პენჯაბი წარმოადგენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მთავარ პოლიტიკურ საყრდენს.

XS
SM
MD
LG