Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი ვერ ხედავს უკრაინის მთავრობის რეალურ ალტერნატივას


უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს მთავრობის პროგრამის რეალური ალტერნატივა. ამის შესახებ არსენი იაცენიუკმა ისაუბრა 27 მარტს გადაცემაში „10 წუთი პრემიერ-მინისტრთან.“ არსენი იაცენიუკის განცხადებით, იგი მზად არის აწარმოოს დიალოგი ნებისმიერ პარტნიორთან და ნებისმიერ ფორმატში, ოღონდ გადაწყვეტილება მხოლოდ კოალიციის ფარგლებში უნდა იქნას მიღებული. შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზად იაცენიუკს მიაჩნია პარლამენტის ფარგლებში ისეთი აქტის მიღება, რომელიც ხელისუფლების მუშაობის პრინციპებს განსაზღვრავს, „შეზღუდავს ნებისმიერ კორუფციულ თავდასხმებს და არ დაუშვებს რომელიმე ინსტიტუტის მიერ ხელისუფლების უზურპაციას“.

XS
SM
MD
LG