Accessibility links

logo-print

მოლდავეთში გაიმართა დემონსტრაცია რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით


კვირას მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა დემონსტრაცია რუმინეთთან გაერთიანების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორთა ცნობით, „ერთიანობის მსვლელობაში“ მონაწილეთა რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია, თუმცა ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, ეს რიცხვი მხოლოდ ხუთი-ექვსი ათასი იყო. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის წევრ რუმინეთთან შეერთება კორუფციაში ჩაფლული მოლდავეთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპისკენ მიმავალ გზაზე. 98 წლის წინ, 1918 წლის 27 მარტს, რუმინეთის ყოფილი პროვინცია ბესარაბია (რომელიც დღეს მოლდავეთისა და უკრაინის ტერიტორიებს მოიცავს), რუმინეთის შემადგენლობაში შევიდა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბესარაბია საბჭოთა კავშირს შეუერთეს და მისი უდიდესი ნაწილი მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკაში აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG