Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი იწყებს საინფორმაციო კამპანიას ფარული ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ


საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ. როგორც ნანუაშვილმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კამპანია სახელწოდებით „წამმზომი ჩართულია“ მიზნად ისახავს, დააჩქაროს საგამოძიებო ორგანოების ეფექტიანი მოქმედება, რათა გამოავლინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნა, მოიპოვა და 11 მარტს გაავრცელა ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვას, ვინ შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები და როგორ უნდა აღმოიხვრას მსგავსი შემთხვევების განმეორების საფრთხე. „საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესისა და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს დღის, საათისა და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან, 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე“, განაცხადა ნანუაშვილმა.

XS
SM
MD
LG