Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში შეწყდა ერთადერთი უკრაინული გაზეთის გამოსვლა


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შეწყდა ერთადერთი უკრაინული გაზეთის, „კრიმსკა სვიტლიცას“ გამოსვლა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით 25 მარტის ნომერში მითითებული იყო, რომ ეს გაზეთის ბოლო გამოშვება იქნებოდა ყირიმში. 14 მარტს უკრაინის საგაზეთო-საჟურნალო გამომცემლობის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად გაზეთის რედაქცია სიმფეროპოლიდან კიევში უნდა გადავიდეს. „კრიმსკა სვიტლიცის“ რედაქცია ჯერ კიდევ 2014 წელს დაიკავეს და გააუქმეს რუსეთის მომხრე ძალების წარმომადგენლებმა, 2015 წლის მაისიდან მოყოლებული გაზეთი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოდიოდა.

XS
SM
MD
LG