Accessibility links

ბელგიაში დააკავეს ბრიუსელში მოწყობილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


ბელგიის პროკურატურის განცხადებით, 27 მარტს ჩატარებული რეიდების შედეგად დაკავებულ იქნა 22 მარტს, ბრიუსელში მოწყობილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 270-მდე ადამიანი. პროკურატურის ცნობით, კვირას ბრიუსელსა და მის მახლობლად მდებარე ქალაქებში, დუფელსა და მეხელენში პოლიციამ 13 რეიდი მოაწყო და ცხრა პირი დაკითხა. მანამდე ბრალდება წაუყენეს აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილ სამ პირს. პროკურატურაზე დარყდნობით, ბელგიის მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, შესაძლოა, ის ეჭვმიტანილი იყოს, რომელმაც მიმალვა მოახერხა მას შემდეგ, რაც თავი აიფეთქა მისმა ორმა სავარაუდო თანამზრახველმა.

XS
SM
MD
LG