Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35-ს მიაღწია


ბელგიაში დააკავეს ბრიუსელში მოწყობილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი ბელგიის პროკურატურის განცხადებით, 27 მარტს ჩატარებული რეიდების შედეგად დაკავებულ იქნა ხუთი დღით ადრე, ბრიუსელში მოწყობილ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ოთხი პირი. ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს ერთ-ერთ სადგურში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 31 და დაიჭრა 270-მდე ადამიანი. თუმცა დღეს, ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგი დე ბლოკმა „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა ცნობა, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა აფეთქებების შედეგად დაჭრილი ოთხი პირი, რის შემდეგაც დაღუპულთა რიცხვმა 35-ს მიაღწია. პროკურატურის ცნობით, კვირას ბრიუსელსა და მის მახლობლად მდებარე ქალაქებში, დუფელსა და მეხელენში პოლიციამ 13 რეიდი მოაწყო და ცხრა პირი დაკითხა. მანამდე ბრალდება წაუყენეს აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილ სამ პირს. პროკურატურაზე დარყდნობით, ბელგიის მედია იუწყება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, შესაძლოა, ის ეჭვმიტანილი იყოს, რომელმაც მიმალვა მოახერხა მას შემდეგ, რაც თავი აიფეთქა მისმა ორმა სავარაუდო თანამზრახველმა.

XS
SM
MD
LG