Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი მიესალმა პალმირიდან „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნას


სირიის სამთავრობო ჯარებმა, რუსეთის ავიაციის დახმარებით, საბოლოოდ გაათავისუფლეს ექსტრემისტებისგან ისტორიული ქალაქი პალმირა. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა 2015 წლის მაისში აიღო და გაანადგურა იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი არაერთი მონუმენტი. 26 მარტს სირიის სამთავრობო ძალებმა და მისმა მომხრე სახალხო ლაშქარმა ექსტრემისტებისგან გაათავისუფლეს დასავლეთ პალმირის ისტორიული ციტადელი, რომლის თავზეც ჯარისკაცებმა სირიის სახელმწიფო დროშა აღმართეს. ისტორიულ ქალაქ პალმირაზე კონტროლის აღდგენა სერიოზული წარმატებაა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებისთვის. ამ წარმატებას მიესალმა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მან განაცხადა: „სასიხარულოა, რომ სირიის სამთავრობო ჯარმა პალმირიდან განდევნა ‘ისლამური სახელმწიფოს’ მებრძოლები და ახლა ისევ მოგვეცემა შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა. ასევე ძალიან მახარებს სირიის მთავრობის განცხადება, რომ ის აპირებს, არა მარტო შეინარჩუნოს და დაიცვას, არამედ აღადგინოს კიდეც ისტორიული მონუმენტები. იმედი მაქვს, ის ამას მოახერხებს კიდეც.“

XS
SM
MD
LG