Accessibility links

logo-print

ავღანეთის ახალ საპარლამენტო კომპლექსზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა


ავღანეთის ახალ საპარლამენტო კომპლექსზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც სადაზვერვო უწყების უმაღლესი პირი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდნენ. რაკეტები მიზანს ასცდა, თუმცა ახლომდებარე შენობას მოხვდა. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, 28 მარტს პარლამენტის შენობის მიმართულებით, სულ ცოტა, სამი რაკეტა ისროლეს. დაღუპულთა ან დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

XS
SM
MD
LG