Accessibility links

logo-print

პალმირას აღდგენას შესაძლოა ხუთი წელი დასჭირდეს


ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაზიანებული ისტორიულ ქალაქ პალმირას აღდგენას სულ მცირე ხუთი წელიწადი დასჭირდება. ამის თაობაზე ქვეყნის სიძველეთა დაცვის სამსახურის უფროსმა მაამუნ აბდულკარიმმა განაცხადა სააგენტო ფრანს პრესთან საუბარში, მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ისტორიული ქალაქი ექსტრემისტებისგან მთლიანად გათავისუფლა სირიის არმიამ, რომელსაც მხარს უჭერდა რუსეთის ავიაცია. თუმცა, ასეთ პროგნოზს არ იზიარებს სირიის სიძველეთა ექსპერტი ანნი სარტრ-ფაურიატი, რომელიც ეჭვობს, მოხერხდეს იმის აღდგენა, „რაც მტვრად იქცა“.

XS
SM
MD
LG