Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი ორი სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება


აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთის არმიასთან შეტაკებაში, რაც ბოლო შეიარაღებული დაპირისპირებაა სადაო მთიანი-ყარაბაღის „გაყინული კონფლიქტის“ ზონაში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისი ჯარისკაცები 27 მარტს დაიღუპნენ, სომხეთის შეიარაღებული ჯგუფთან შეტაკებაში, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. სომხეთი ამ ფორმულირებას არ ეთანხმება და თავის მხრივ აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარღებული ძალები განვილი კვირის განმავლობაში თავს დაესხნენ სომხეთის საზღვართან მდებარე სოფლებს და დაჭრეს ერთი სამოქალაქო პირი. ბაქოსა და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ დაპირისპირება 25 წელიწადია გრძელდება. 1990 წლის ომში სომხეთის მხარდაჭერილმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს უპირატესად სომხებით დასახლებულ რეგიონზე. ბრძოლების დროს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG