Accessibility links

logo-print

სამშაბათს „ვერხოვნა რადაში“ კენჭს უყრიან გენერალური პროკურორის გადაყენებას


სამშაბათს უკრაინის საკანონმდებლო ორგანო კენჭის უყრის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. ამ პროცედურის ამოქმედება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ვიქტორ შოკინი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, 16 თებერვალს დატოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობა, ერთი თვის შემდეგ კვლავ დაბრუნდა უწყებაში და შეუდგა ამ პოსტზე საქმიანობას. 28 მარტს კი პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციის წინ გაიმართა ორასკაციანი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები მოითხოვდნენ ვიქტორ შოკინის თანამდებობიდან გადაყენებას. საპროტესტო აქცია მოჰყვა კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პროკურატურას დაავალა „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა, რომელსაც 2,2 მილიონი დოლარის დახმარების გაფლანგვას ედავებიან. შოკინს დაუპირისპირდა ასევე მისი მოადგილე, ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე, რომელმაც უკრაინულ მედიას განუცხადა, რომლ შოკინმა თანამდებობიდან გადააყენა მისი გუნდის ის გამომძიებლები, რომლებიც კორუფციაში შემჩნეული პროკურორების საქმეებს იკვლევდნენ.

XS
SM
MD
LG