Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორის გადადგომას მხარი დაუჭირა


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადადგომა. უკრაინაში პროდასავლური ხაზის მომხრეები შოკინს მიიჩნევენ კორუფციასთან ბრძოლაში ხელის შემშლელად. გადაწყვეტილებას მიემხრო 289 დეპუტატი, საჭირო იყო 226-ის მხარდაჭერა. შოკინი გადადგომას დათანხმდა 16 თებერვალს, როცა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მას და პრემიერ-მინისტრს, ერსენი იაცენიუკს მოთხოვა, დაეტოვებინათ თანამდებობები. აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა კიევს გაატაროს რეფორმები გენერალური პროკურორის ოფისში, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა კორუფციასთან ბრძოლას.

XS
SM
MD
LG