Accessibility links

მშვიდობიანად დასრულდა ეგვიპტის თვითმფრინავის გატაცება


ეგვიპტის თვითმფრინავის გატაცების ინციდენტი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მშვიდობიანად დასრულდა მას მერე, რაც გამტაცებელი ხელისუფლებას ჩაბარდა. ეგვიპტის მედიის ცნობით, თავდამსხმელმა დატოვა თვითმფრინავი, "ეარბას-320", აწეული ხელებით. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მან თავშესაფარი ითხოვა კვიპროსში. ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა, შერიფ ფათიმ ადრე განაცხადა, რომ გამტაცებელთან მოლაპარაკება დასრულდა და ყველა მგზავრი განთავისუფლებული იყო ეკიპაჟის წევრების გარდა. თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, 29 მარტს, დილით გაიტაცეს და აიძულეს, კვიპროსში, ლარნაკაში დამჯდარიყო. ეგვიპტის ავიაკომპანიის თანახმად, თვითმფრინავში სულ მცირე 55 მგზავრი იყო.

XS
SM
MD
LG