Accessibility links

logo-print

ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის


„ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა. შეკითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს თანამდებობა, თინა ხიდაშელმა უპასუხა, რომ „ნებისმიერი მინისტრი პოსტიდან მიდის პრემიერის გადაწყვეტილებით." კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ 28 მარტს განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს ხანში აცნობებს. ამასთან, რესპუბლიკელებმა აღნიშნეს, რომ არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და გადადგომას არ გეგმავს არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი.

XS
SM
MD
LG