Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა 2015 წლის საქმიანობის ანგარიში. მასში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების და მზადყოფნის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.კერძოდ, განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი და შეფასდა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომები. "მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეცდანაყოფების მომზადება და გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების და განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით“, - ნათქვამია ანგარიშში. სახელმწფო უსაფრთხოების სამსახური ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და აღნიშნავს, რომ გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც.

XS
SM
MD
LG