Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი პირობას დებს, რომ შეიპყრობს ლაჰორის ტერაქტის ორგანიზატორებს


პაკისტანის ხელისუფლება პირობას დებს, შეიპყროს ქალაქ ლაჰორში აღდგომის კვირას მოწყობილი სისხლიანი ტერაქტის ორგანიზატორები.ამ ტერაქტის შემდეგ სულ დაკავებულია ხუთი ათასადმე ადამიანი. ორასზე მეტი მოგვიანბით გაუშვეს. კვირას ლაჰორში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 70-ზე მეტი და დაიჭრა 300-მდე ადამიანი. პრემიერმა ნავაზ შარიფმა განაცხადა, არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ხალხის სიცოცხლით ითამაშონო. ესაა ჩვენი გადაწყვეტილება, ესაა 200 მილიონი პაკისტანელის გადაწყვეტილებაო, დასძინა შარიფმა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. არმია და პოლიცია ოპერაციებს მართავენ ექსტემისტების წინააღმდეგ. კვირას მომხდარი ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა გაერთიანება „ჯამაათ ულ-აჰრარმა“, რომელიც პაკისტანელ თალიბებთან არის კავშირში. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პარკში შეკრებილი ქრისტიანები აღდგომას ზეიმობდნენ. თავად ექსტრემისტებმა განაცხადეს, რომ მათი თავდასხმის სამიზნე სწორედ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობას მაჰმადიანები შეადგენენ.

XS
SM
MD
LG