Accessibility links

logo-print

ჩერნოგორიამ ქვეყნიდან გააძევა რელიგიური გაერთიანების წევრები


ჩერნოგორიიდან გააძევეს 58 უცხოელი, მათ შორის რუსეთის 43 მოქალაქე - რელიგიური გაერთიანების წევრები. ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, რა რელიგიური გაერთიანების წევრები არიან ისინი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი არიან „აუმ შინრიკიოს“, იაპონიაში მოქმედი რელიგიური ჯგუფის წევრები. ამ ჯგუფმა ტოკიოში 1995 წელს მომწამვლელი, ნერვული აირი გაუშვა მეტროში. პოლიციის ცნობით, გაძევების მიზეზი ქვეყანაში დროებითი ყოფნის უფლების ვადის გასვლაა. გაძევებულთა შორის არიან იაპონიის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეები. პოლიციამ შეამოწმა მათი კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.

XS
SM
MD
LG