Accessibility links

logo-print

ჩინეთმა და ჩეხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პრაღაში ვიზიტისას, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მილოშ ზემანთან ერთად ხელი მოაწერა ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. სის თქმით, ეს დოკუმენტი მომავალში ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების პოლიტიკურ მიმართულებას განსაზღვრავს. ზემანის თანახმად, ჩეხეთში ჩინეთიდან ოთხ მილიარდამდე დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოელიან. სი შემდეგ აშშ-ში გაემგზავრება. ზემანი ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის ცერემონიას დაესწრო.

XS
SM
MD
LG