Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმნენ აზერბაიჯანელი ადვოკატის განთავისუფლებას


საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმნენ აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაათავისუფლონ უფლებადამცველი ადვოკატი ინთიგამ ალიევი, რომელმაც ერთი წელი დაჰყო საპატიმროში. ეუთოს თანახმად, ალიევის განთავისუფლება მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯია აზერბაიჯანში უფლებადაცვის სფეროში, თვით ბატონი ალიევისთვის და ბევრისთვის, ვის დაცვასაც ის გააგრძელებს. „ამნესტი ინტერნეშენელი“ მიესალმა ალიევის განთავისუფლებას და განაცხადა, რომ მას უნდა მოუხსნან ყველა ბრალდება, რათა შეძლოს თავისი საქმიანობის გაგრძელება. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ალიევი უსაფუძვლოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მან 1998 წელს დააფუძნა „იურიდიული განათლების საზოგადოება“, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა სხვადასხვა ჯგუფს, აზერბაიჯანელ აქტივისტებს და ადამიანის უფლების დამცველებს. ალიევის განთავისუფლებას ადრე მიესალმნენ აშშ და ევროპის კავშირი.

XS
SM
MD
LG