Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ევროპას მოუწოდებს აღადგინოს რუსეთთან „სამხედრო-ტექნიკური“თანამშრომლობა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა აღადგინონ, როგორც მან უწოდა, თანამშრომლობა „სამხედრო-ტექნიკურ“ სფეროში. პუტინის თქმით, ამგვარი თანამშრომლობის არ არსებობა, არც ერთ მხრეს არ რგებს. ეს მან განაცხადა სამხედრო-ტექნიკური საპრეზიდენტო კომისიის შეხვედრაზე. თანამშრომლობა სრულად შეწყდა, და არა ჩვენს მიერ, განაცხადა პუტინმა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ეს დროებითი მოვლენაა. დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ფირმებს და კერძო პირებს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტში მისი როლის გამო. პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის იარაღის ექსპორტმა შარშან შეადგინა 14,5 მილიარდი დოლარი, მეტი, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. რუსეთის იარაღის საერთაშორისო შეკვეთის ოდენობა 56 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG