Accessibility links

უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ამასთან, ისინი ვლადიმერ პაპავას გადადგომას არა იმპიჩმენტის გზით, არამედ საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვენ. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ სხვადასხვა უწყებებს ჰქონდათ დრო, გამოეძიებინათ უნივერსიტეტში მომხდარი პროცესები, არ დადებულა არანაირი სამართლებრივი დასკვნა, რაც აჩენს ეჭვს, რომ სხვადასხვა ძალების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროცესების ესკალაცია. ამჟამად უნივერსიტეტის მეორე კორპუსში 7 სტუდენტი შიმშილობს. მათივე ინფორმაციით, ხვალიდან აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც შეუერთდებიან.

XS
SM
MD
LG