Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს პროკურორი


სამხრეთ უკრაინის რეგიონის სამხედრო პროკურატურამ დააკავა ოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე, რომელიც ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში. "უკრაინსკაია პრავდის" ინფორმაციით, ამის შესახებ გაზეთს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ განუცხადა. მისი განმარტებით, მოდებაძე, რომელიც პროკურორად მიმდინარე წლის 16 მარტს დანიშნა უკრაინის გენერალური პროკურორის აწ უკვე ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ, დააკავეს ხუთი ათასი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე. კუცენკოს ინფორმაციით, მოდებაძე ეჭვმიტანილია ასევე, გამოძიებაზე ზეწოლაში. უფრო ადრე, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა დავით საყვარელიძე გენპროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შემდეგ კი პარლამენტმა თავად შოკინიც გადააყენა თანამდებობიდან.

XS
SM
MD
LG