Accessibility links

რუსეთი: ირანის მიერ რაკეტების გამოცდა არ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას


რუსეთმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გამოცდა არ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რასაც დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ. აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, გაეროს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართეს და მას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს ირანის მიერ რაკეტების გამოცდის საწინააღმდეგოდ. წერილის თანახმად, ირანმა გამოცადა რაკეტა, რომელსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლია. ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რაკეტები და არა მოლაპარაკებებია მისი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი.

XS
SM
MD
LG