Accessibility links

logo-print

პაკისტანის პოლიცია ძალას გამოიყენებს, თუკი ვერ მოახერხებს მშვიდობიანად დაშალოს დემონსტრაცია


პაკისტანის ხელისუფლების თანახმად, პოლიცია ძალის გამოსაყენებლად ემზადება, თუკი ვერ მოახერხებს მშვიდობიანად დაშალოს ასობით რადიკალი ისლამისტი, რომელიც ისლამაბადში პარლამენტის შენობის წინ მართავს დემონსტრაციას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩოდრი ნისარ ალი ხანმა გააფრთხილა დემონსტრანტები, რომ მთავრობა ძალას მიმართავს, თუკი არ შეწყდება მათი მჯდომარე დემონსტრაცია. ხანის თქმით, 7000-მდე უშიშროების ძალების წარმომადგენელი ელოდება მთავრობის განკარგულებას. 27 მარტს ისლამაბადში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა დაიწყო დემონსტრაცია. ისინი გმობენ გასულ თვეში ოფიცრის, მუმთაზ ყადრის ჩამოხრჩობას 2011 წელს სეკულარისტი გუბერნატორის, სალმან ტასირის მკვლელობისთვის.

XS
SM
MD
LG