Accessibility links

logo-print

თბილისს სტუმრობს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი


თბილისში იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი. ის დღეს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულებს საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ვანო მერაბიშვილს, ბაჩანა ახალაიას და გიგი უგულავას. ჯოზეფ დოლი შეხვდება საპარლამენტო ოპოზიციის, ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჯოზეფ დოლს დახვდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში გამოთქმული პოზიციის გამო აეროპორტში საპროტესტო აქცია გამართეს "მემარცხენე ალიანსის" წევრებმა. გასული კვირის ბოლოს დოლმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტია მხოლოდ სამართლიანი და დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG