Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პაპავამ თსუ აკადემიურ საბჭოს მიმართა განცხადებით რექტორობიდან გადადგომის შესახებ


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიმართა განცხადებით გადადგომის შესახებ. ინფორმაციას თსუ პრესსამსახური ავრცელებს. უნივერსიტეტში უკვე მეორე დღეა, სტუდენტური თვითმართველობის წევრები შიმშილობას აგრძელებენ სწორედ რექტორის გადადგომის მოთხოვნით. შიმშილობის აქციის პარალელურად, მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები რექტორის და აკადემიური საბჭოს წევრებისგან მოითხოვდნენ გადადგომის პირობას, ოღონდ მხოლოდ უნივერსიტეტში სისტემური ცვლილებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG