Accessibility links

ლუკაშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისი ვერ მოგვარდება აშშ-ის ჩაურევლად


ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი ვერ მოგვარდება აშშ-ის ჩაურევლად. ეს განცხადება მან ოთხშაბათს გააკეთა მინსკში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილესთან, მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას. მან აშშ-ს უწოდა „მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა, რომელთანაც ყველა ქვეყანა თანამშრომლობს“. ლუკაშენკომ ასევე მაღალი შეფასება მისცა მინსკსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. მისი თქმით, ურთიერთობები „ახალ ფაზაში“ შევიდა.

XS
SM
MD
LG