Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი: რაკეტები და არა მოლაპარაკებაა მნიშვნელოვანი ირანის მომავლისთვის


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის მომავლისთვის მნიშვნელოვანი არა მოლაპარაკება, არამედ რაკეტებია. თავის უებ გვერდზე აიათოლამ გამოაქვეყნა კომენტარი, რომ ის თავაზობს თავის მხარდაჭერას ირანის რევოლუციურ გვარდიას, ბალისტიკური რაკეტების განვითარების სფეროში. ის ვინც ფიქრობს, რომ ირანის მომავალი მოლაპარაკებაშია დაარა რაკეტებში,ან უცოდინარი და მოღალატეა, თვლის ირანის უზენაესი ლიდერი. რუსეთმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გამოცდა არ ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რასაც დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ. აშშ-მა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, გაეროს უშიშროების საბჭოს წერილით მიმართეს და მას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს ირანის მიერ რაკეტების გამოცდის საწინააღმდეგოდ.

XS
SM
MD
LG