Accessibility links

პარიზის პროკურატურამ ბრალი წაუყენა ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირს


პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენმა განაცხადა, რომ ბრალი წაუყენეს პირს, რომელიც ეჭვმიტანილია ვერგანხორციელებული ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაში. მოლენის თქმით, რედა კრიკეტი, საფრანგეთის მოქალაქე, ეჭვმიტანილია, რომ არის ტერორისტული გაერთიანების წევრი, რომელსაც ჰქონდა გეგმა, უახლოეს მომავალში მოეწყო, სულ ცოტა, ერთი ტერორისტული თავდასხმა. მას ბრალად წაუყენეს იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტრანსპორტირება, ყალბი საბუთების ფლობა. 34 წლის კრიკეტი გასულ კვირაში დააკავეს. მას 2015 წლის ივლისში ბელგიამ წაუყენა ბრალი ტერორიზმში. ის დაკავშირებულია პარიზის სისხლიანი ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯგუფის ლიდერთან. ამ ტერაქტების გამო საპატიმროებში იმყოფება კიდევ სამი პირი ბელგიასა და ნიდერლანდში.

XS
SM
MD
LG