Accessibility links

logo-print

საქართველო აღნიშნავს 25-ე წლისთავს რეფერენდუმიდან


საქართველო აღნიშნავს 25-ე წლისთავს რეფერენდუმიდან, რომელზეც ქვეყნის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად გამოხატა ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. „ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ რეფერენდუმის შედეგია, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, გამარჯვება მონაპოვარია იმ ადამიანებისა, რომლებიცეროვნულ მოძრაობაში იყვნენჩართულნი და უპირველეს ყოვლისა, დამსახურებაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასი, რომელსაც დღეს77 წელი შეუსრულდებოდა. „ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG